"მილიარდერმა ერთი ადამიანის ყიდვა და გატეხვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან, ვამაყობ, რომ ყველა ერთად ვდგავართ!" - კვირის პალიტრა

"მილიარდერმა ერთი ადამიანის ყიდვა და გატეხვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან, ვამაყობ, რომ ყველა ერთად ვდგავართ!"

ყოველდღე ამბობენ, რომ მეორე ტურისთვის ემზადებიანო, პარლამენტში შესვლისთვის ემზადებიანო, არავინ არ ემზადება არც მეორე ტურისთვის და არც პარლამენტში შესვლისთვის. მილიარდერმა ერთი ადამიანის ყიდვა და გატეხვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან. ვამაყობ, რომ ყველა ერთად ვდგავართ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამ ერთიანობით მიაღწევს გამარჯვებას.

"ერთად ვდგავართ და ერთად ვიდგებით ბოლომდე. ამ ერთიანობით გავტეხავთ სიტუაციას ბოლომდე და გავიმარჯვებთ. ჩვენს მხარეს დგას სიმართლე, ხალხი, ერთიანობა, ამ ქვეყნის მომავალი და პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე. საქართველოს წინაშე უპასუხისმგებლობაა გაყალბებული არჩევანით პარლამენტში შესვლა და კაბინეტების დაკავება. საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობაა ერთხელ და სამუდამოდ დავანგრიოთ გაყალბების მანქანა. დავანგრიოთ სიყალბის მანქანა და ამ ქვეყანას ჰქონდეს თავისუფალი, ღირსეული არჩევნები. ვინც გაიმარჯვებს ღირსეულ არჩევნებში, ის გაუძღვეს წინ ხალხს. ეს არის საქართველოს მომავალი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"