"დათოს ორსული მეუღლე დარჩა" - ვინ იყო 31 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში თანასოფლელმა მოკლა - კვირის პალიტრა

"დათოს ორსული მეუღლე დარჩა" - ვინ იყო 31 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში თანასოფლელმა მოკლა

ქობულეთში, სოფელ ხალაში 31 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლული დათო შარაშიძეა. მას ორსული მეუღლე დარჩა. ორივე მათგანი ჩაქვის ტაძრის მრევლი იყვნენ.

"როგორც ვიცი, ძალიან კარგი მეზობლები იყვნენ. წინათ კონფლიქტი არ ჰქონიათ. სხვა დეტალები არ ვიცი. მოკლულ 31 წლის მამაკაცს ოჯახი ჰყავდა, მისი მეუღლე შვილს ელოდება", - აცხადებს ქობულეთის მერიის წარმომადგენელი მზია აბაშიძე.

"დათო გამოირჩეოდა ყურადღებით. მეგობრებისა და თანასოფლელების მიმართ ძალიან თბილი იყო. ცოლი ახლხანს მოიყვანა და მალე ბავშვს ელოდებიან. თითქმის ყოველ უქმე დღეებზე დათო ტაძარში დადიოდა. გაოგნებული ვართ მომხდარით" - აცხადებენ მოკლულის მეგობრები. იხილეთ სრულად