საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 735 პაციენტის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 334 პირი იმყოფება - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 735 პაციენტის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 334 პირი იმყოფება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 735 პაციენტის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 334 პირი იმყოფება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

იმ პირთა რიცხვი კი, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ ამ დროის მონაცემემებით, 8 016-ს შეადგენს.

"ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888. 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 629, აჭარაში - 926, იმერეთში - 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 118, იმერეთში - 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 98, იმერეთში - 31. 3 280 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 264 - იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"