"ამო­ვი­და ყელ­ში!..ან ჩა­მო­ვი­დეს თქვენი მიშა, ან თავი დაგ­ვა­ნე­ბოს რა..." - სააკაშვილის თემამ ოპოზიციის წევრებს შორის ცხარე კამათი გამოიწვია - კვირის პალიტრა

"ამო­ვი­და ყელ­ში!..ან ჩა­მო­ვი­დეს თქვენი მიშა, ან თავი დაგ­ვა­ნე­ბოს რა..." - სააკაშვილის თემამ ოპოზიციის წევრებს შორის ცხარე კამათი გამოიწვია

"ტვ პირველის" ეთერში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბარმა ოპოზიციის წევრებში ცხარე კამათი გამოიწვია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია ბარამიძემ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელი ოპოზიციის ნაწილის განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრძოლაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

"შევინარჩუნოთ ერთიანობა და ერთგული ვიყოთ იმ სიტყვის, რაზეც ვსაუბრობთ. ყველას აქვს უფლბა იბრძოლოს და თუ ვინმეს აქვს უფლება იყოს, იმ ასობით ათასი ადამიანის ლიდერი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი... დღესაც გაღიზიანება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ აქციაზე ჰქონდათ ბანერები, წარწერით - "მიშა ჩამოდი" - აღნიშნა ბარამიძემ.

მის განცხადებას სტუდიაში მყოფი გიგა ბოკერია გამოეხმაურა, რამათ მათ შორის კამათი გამოიწვია.

"გია გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ამბობს, ხელი გაანძრიეთ თუ გინდათ ჩამოვიდეთო. სხვას აკისრებს პასუხისმგებლობას. მოვრჩეთ ამ მიშაზე ლაპარაკს! საქმეზე ვილაპარაკოთ... ერთიანები უნდა ვიყოთ, ამ ბრძოლაში, მაგრამ რა შუაშია აქ მიშა?" - აღნიშნა ბოკერიამ, რის შემდეგაც მას სიტყვა ბარამიძემ გააწყვეტინა და თქვა, რომ "მიშა შუაში კი არა, თავშია".

ამის შემდეგ კამათში ალეკო ელისაშვილიც ჩაერთო.

"ან ჩამოვიდეს თქვენი მიშა ან თავი დაგვანებოს რა... ამოვიდა ყელში!" - აღნიშნა ელისაშვილმა.