"დაგიტოვა უნიკალური შემოქმედება, რომელმაც გაამდიდრა ქართული კულტურა" - გიორგი გახარია ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს - კვირის პალიტრა

"დაგიტოვა უნიკალური შემოქმედება, რომელმაც გაამდიდრა ქართული კულტურა" - გიორგი გახარია ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მწუხარებას გამოთქვამს უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო.

მისივე თქმით, ფრიდონ ნიჟარაძემ თავისი კუთხის განსაკუთრებული ერთგულებით ქვეყნის სიყვარულის მაგალითი მოგვცა და დაგიტოვა უნიკალური შემოქმედება, რომელმაც ქართული კულტურა გაამდიდრა.

"მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ადამიანის და უნიჭიერესი უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო. მან თავისი კუთხის განსაკუთრებული ერთგულებით ქვეყნის სიყვარულის მაგალითი მოგვცა და დაგიტოვა უნიკალური შემოქმედება, რომელმაც გაამდიდრა ქართული კულტურა. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს, მთელ საქართველოს", - განაცხადა გახარიამ.

"ლანდები მოდიან ჩემთან, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგჯერ ხატვაზე უარს ვამბობ" - რას ამბობდა მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე, რომელსაც უშგულელ გენიოსსაც ეძახდნენ

"ინტერპრესნიუსი"