"ახ­ლა­ხან მაც­ნეს, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში­აო. დი­ა­ბეტ­ზე და­არ­ტყა ამ ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ..." - რას წერს არქიმანდრიტი სერაფიმე დე­კა­ნოზ მამა და­ვი­თი ქვლი­ვი­ძეზე - კვირის პალიტრა

"ახ­ლა­ხან მაც­ნეს, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში­აო. დი­ა­ბეტ­ზე და­არ­ტყა ამ ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ..." - რას წერს არქიმანდრიტი სერაფიმე დე­კა­ნოზ მამა და­ვი­თი ქვლი­ვი­ძეზე

სოფელ ქანდაში მდებარე 13 ასურელი მამის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი სერაფიმე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ მონასტრის საძმოში კორონავირუსი დაფიქსირდა. მოძღვარი მრევლს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

"ყველას გთხოვთ, დიდი მოწიწებით, რომ მუხლმიდრეკით მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფ დეკანოზ მამა დავითი ქვლივიძე. ახლახან მაცნეს, რომ რეანიმაციაშიაო. დიაბეტზე დაარტყა ამ ვერაგმა დაავადებამ...

უამრავი მწერს, მართალიაო, რომ თქვენს საძმოს მონასტერში დაუდასტურდა Covid 19? დიახ, მართალია და ყველამ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ დაავადებას. თუ ჩვენს საძმოში სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს ეს დაავადება და ეს პროცესი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენგან არ გადაედება სხვას. ამიტომ ჩემი კურთხევით ავთანდილმა დაწერა და გამცნოთ, რომ მონასტერში დღეიდან ჩათვალეთ, რომ კარანტინია.

გთხოვთ, თუ რომელიმეს დაგიდასტურდათ ეს დაავადება, კი ნუ დამალავთ ამას, არამედ ღიად განაცხადეთ და მოერიდეთ ხალხს. იცოდეთ, რომ თუ თქვენგან გადაედება ვინმეს ისეთს, ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს, შეიძლება ვერც გადაიტანოს და ამ ცოდვას ნუ აიკიდებთ. გლოცავთ ყველას და გთხოვთ, მოგვიხსენიოთ. დიდი პატივისცემით და სიყვარულით", - წერს არქიმანდრიტი სერაფიმე.

წყარო