ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, აღნიშნული საყურადღებო შემთხვევაა, რომელსაც სამინისტრო აუცილებლად შეისწავლის.

"ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, შეისწავლის ამ შემთხვევას. საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური იმ მონაცემების საფუძველზე, რაც აქამდე გვქონდა. სხვა დანარჩენ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ტიპის ინფორმაციის გაანალიზებისთვის, ამას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ "რუსთავი2-ის" ეთერში.