ამირან გამყრელიძე:"კორონავირუსი ჩემს შვილიშვილს დაუდასტურდა. მასთან კვირას მქონდა კონტაქტი და დაუდგინდა ორშაბათს"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი მის შვილიშვილს დაუდასტურდა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ს განუცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ ის თვითიზოლაციაში გადავიდა.
"კორონავირუსი ჩემს შვილიშვილს დაუდასტურდა. მასთან კვირას მქონდა კონტაქტი და დაუდგინდა ორშაბათს, ამიტომ გადავედი თვითიზოლაციაში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.