"ამაზ­რზე­ნია მხცო­ვა­ნი და უკვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილ­ზე ოც­ნე­ბობ­დე, ღლი­ცი­ნებ­დე" - კვირის პალიტრა

"ამაზ­რზე­ნია მხცო­ვა­ნი და უკვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილ­ზე ოც­ნე­ბობ­დე, ღლი­ცი­ნებ­დე"

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის დაინფიცირების ფაქტს ეხმაურება. როგორც ის წერს, მისთვის მიუღებელია, რომ ასეთ დროს საზოგადოების გარკვეული ნაწილი "დაავადებული ადამიანზე საჯაროდ ღლიცინებდეს".

"კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) - საზღვრის შემჩნევაა. ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა - "რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა".

შეიძლება არ მოგწონდეს, არ ეთანხმებოდე, მძაფრადაც აკრიტიკებდე - მეტიც, თუ საჭიროებაა, ეს შენი ვალია კიდეც - მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი და ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინებდე. წარმოუდგენელი და ამაზრზენი.

ბატონ ცერცვაძეს და ცხადია, სხვა დანარჩენ, ათასობით პაციენტს, უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ" - წერს კეკელიძე.

წყარო