"ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს" - რას წერს მსახიობი მიშა გომიაშვილი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს" - რას წერს მსახიობი მიშა გომიაშვილი სოციალურ ქსელში

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი მიშა გომიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდძე წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებსი გამო კლინიკაში მოხდა:

"ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა... მოგახსენებთ: კორონავირუსი, ღმერთის წყალობით არ მაქვს!!! 2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის ულებაც კი არ მომცეს... ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს!!! ვიწექი დიაგნოზით:მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი! გამიკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით. ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტათ..."- წერს მიშა გომიაშვილი.

წყარო