"ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

"ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა

ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას, - ამის შესახებ ინფექციური საავამდყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ამ დროისთვის 37.5 გრადუსი აქვს ტემპერატურა, აწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე.

„მადლობა ყველას!... მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის-აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ - ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას-მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემს გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით-37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით. ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ-პერიოდულად აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ... იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები,“- აღნიშნულია განცხადებაში.