"დავხედავთ მისამართს და ვხდებით, რომ "ჩვენებთან" მივდივართ" - გაიცანით სასწრაფოს ექიმი, რომლის ნამღერი გაჰიტდა - კვირის პალიტრა

"დავხედავთ მისამართს და ვხდებით, რომ "ჩვენებთან" მივდივართ" - გაიცანით სასწრაფოს ექიმი, რომლის ნამღერი გაჰიტდა

"რა სიმშვიდეა, ქალბატონო!"... 24-საათიანი გიჟური მორიგეობიდან შინ მიმავალი ჩვენი ექიმები ასე ინარჩუნებენ "სიმშვიდეს"! გამძლეობა და შენი საქმის ასეთი თავგადადებული სიყვარული ნუ მოგიშალოს ღმერთმა, დე!!!" - ეს გახლვათ მუსიკოს მანანა იმედაძის პოსტი, რომელმაც თავისი ექიმი შვილის ნამღერი "ფეისბუქის" მომხმარებლებს გაუზიარა.

ახალგაზრდა ექიმის ამბით AMBEBI.GE დაინტერესდა. როგორც გავარკვიეთ, ის 26 წლის გიორგი კვატაშიძეა, ამ ეტაპზე "სასწრაფო სამედიცინო დახმარების" უმცროსი ექიმია. ამბობს, რომ ექიმის ლიცენზიამდე ჯერ ბევრი უკლია, რადგანაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტია და წინ დიდი გზა აქვს გასავლელი.

- ექიმებს ამ ეტაპზე ისეთი შრომა გიწევთ, რომ არნახულ მხარდაჭერას იმსახურებთ. საერთოდაც, ხომ ასე იყო და ახლა, კორონაპანდემიის პირობებში განსაკუთრებით...

- ახლაც კი, ტესტირების პასუხს ველოდები და სულ ასეთ მოლოდინში ვართ, როდის დაგვიდასტურდება კორონავირუსი, რადგან დაინფიცირებულ პაციენტებთან გვიწევს შეხება... ამას წინათ ჩემს უფროს ექიმს ვეუბნებოდი, ყოველი მორიგეობა თავისი ხასიათით განსხვავდება. არ არსებობს ერთი და იგივე სიტუაცია, ყოველ ჯერზე განსხვავებულ შემთხვევებს ვხდებით. შეიძლება, მთელმა დღემ მშვიდად ჩაიაროს, მაგრამ ერთმა მისამართმა საოცარი გამოცდილება შეგძინოს. მთავარი ის არის, რომ პაციენტს გვერდში დგომა სჭირდება. ზოგჯერ მეცხრე სართულზე ცხოვრობს და ლიფტი არ არის, მისი ხელით ჩამოყვანა გვიწევს... და უამრავი მსგავსი ამბავია... თუ ძალიან არ გიყვარს ეს პროფესია, ამის მუდმივად კეთება ძალიან რთულია.

მოკლედ, 112-ში სამსახურმა ისეთი რამ შეიძლება შესძინოს ექიმს, რომ მთელი ცხოვრება გამოადგეს. ერთი მისამართიდან მეორეზე მიდიხარ, არის შემთხვევები, როცა თითქოს ადამიანადაც არ გთვლიან, რადგან სხვადასხვანაირ პაციენტთან გვიწევს კონტაქტი. ამით მათთან ურთიერთობასაც სწავლობ, უცნაურსაც ხვდები, ბოროტსაც, კეთილსაც, მაგრამ როცა მოწოდებით ექიმი ხარ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მთავარი ერთია, ის შენი პაციენტია, მას შენი დახმარება სჭირდება და უნდა უშველო. აქ მთავრდება ყველაფერი! ამიტომ ვამბობ, რომ თუ პრიოფესია და ადამიანი არ გვიყვარს, არაფერი გამოვა. იხილეთ სრულად