ზვავსაშიშროების გამო გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - კვირის პალიტრა

ზვავსაშიშროების გამო გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო გუდანი-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის, დაბალი ტემპერატურისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.