ლანჩხუთში, კორპუსში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

ლანჩხუთში, კორპუსში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მათივე ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. აფეთქებას ნგრევა არ მოყოლია. ხანძარი კი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.