ბათუმში, ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

ბათუმში, ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, პორტის მიმდებარედ, ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ცხედარი მყვინთავებმა ამოიყვანეს.

"არანაირი სამძებრო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ზღვაში ცხედარი შენიშნეს და მოხდა მისი ამოყვანა. მიმდინარეობს იდენტიფიცირება",- აცხადებენ უწყებაში.

მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.