"ახ­ლაც კი, ტეს­ტი­რე­ბის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი და სულ ასეთ მო­ლო­დინ­ში ვართ, რო­დის დაგ­ვი­დას­ტურ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სი" - გაიცანით სასწრაფოს ექიმი, რომლის ნამღერმა "ფეისბუქი" მოიცვა - კვირის პალიტრა

"ახ­ლაც კი, ტეს­ტი­რე­ბის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი და სულ ასეთ მო­ლო­დინ­ში ვართ, რო­დის დაგ­ვი­დას­ტურ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სი" - გაიცანით სასწრაფოს ექიმი, რომლის ნამღერმა "ფეისბუქი" მოიცვა

"რა სიმშვიდეა, ქალბატონო!"... 24-საათიანი გიჟური მორიგეობიდან შინ მიმავალი ჩვენი ექიმები ასე ინარჩუნებენ "სიმშვიდეს"! გამძლეობა და შენი საქმის ასეთი თავგადადებული სიყვარული ნუ მოგიშალოს ღმერთმა, დე!!!" - ეს გახლავთ მუსიკოს მანანა იმედაძის პოსტი, რომელმაც თავისი ექიმი შვილის ნამღერი "ფეისბუქის" მომხმარებლებს გაუზიარა.

"არიან პაციენტები, ყოველდღე რომ რეკავენ... დავხედავთ მისამართს და ვხდებით, რომ "ჩვენებთან" მივდივართ" - გაიცანით სასწრაფოს ექიმი, რომლის ნამღერმა "ფეისბუქი" მოიცვა.

"რა სიმშვიდეა, ქალბატონო!"... 24-საათიანი გიჟური მორიგეობიდან შინ მიმავალი ჩვენი ექიმები ასე ინარჩუნებენ "სიმშვიდეს"! გამძლეობა და შენი საქმის ასეთი თავგადადებული სიყვარული ნუ მოგიშალოს ღმერთმა, დე!!!" - ეს გახლავთ მუსიკოს მანანა იმედაძის პოსტი, რომელმაც თავისი ექიმი შვილის ნამღერი "ფეისბუქის" მომხმარებლებს გაუზიარა.

ახალგაზრდა ექიმის ამბით AMBEBI.GE დაინტერესდა. როგორც გავარკვიეთ, ის 26 წლის გიორგი კვატაშიძეა, ამ ეტაპზე "სასწრაფო სამედიცინო დახმარების" უმცროსი ექიმია. ამბობს, რომ ექიმის ლიცენზიამდე ჯერ ბევრი უკლია, რადგანაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტია და წინ დიდი გზა აქვს გასავლელი.

- ექიმებს ამ ეტაპზე ისეთი შრომა გიწევთ, რომ არნახულ მხარდაჭერას იმსახურებთ. საერთოდაც, ხომ ასე იყო და ახლა, კორონაპანდემიის პირობებში განსაკუთრებით... - ახლაც კი, ტესტირების პასუხს ველოდები და სულ ასეთ მოლოდინში ვართ, როდის დაგვიდასტურდება კორონავირუსი, რადგან დაინფიცირებულ პაციენტებთან გვიწევს შეხება... ამას წინათ ჩემს უფროს ექიმს ვეუბნებოდი, ყოველი მორიგეობა თავისი ხასიათით განსხვავდება. არ არსებობს ერთი და იგივე სიტუაცია, ყოველ ჯერზე განსხვავებულ შემთხვევებს ვხვდებით. შეიძლება, მთელმა დღემ მშვიდად ჩაიაროს, მაგრამ ერთმა მისამართმა საოცარი გამოცდილება შეგძინოს. მთავარი ის არის, რომ პაციენტს გვერდში დგომა სჭირდება. ზოგჯერ მეცხრე სართულზე ცხოვრობს და ლიფტი არ არის, მისი ხელით ჩამოყვანა გვიწევს... და უამრავი მსგავსი ამბავია... თუ ძალიან არ გიყვარს ეს პროფესია, ამის მუდმივად კეთება ძალიან რთულია.

მოკლედ, 112-ში სამსახურმა ისეთი რამ შეიძლება შესძინოს ექიმს, რომ მთელი ცხოვრება გამოადგეს. ერთი მისამართიდან მეორეზე მიდიხარ, არის შემთხვევები, როცა თითქოს ადამიანადაც არ გთვლიან, რადგან სხვადასხვანაირ პაციენტთან გვიწევს კონტაქტი. ამით მათთან ურთიერთობასაც სწავლობ, უცნაურსაც ხვდები, ბოროტსაც, კეთილსაც, მაგრამ როცა მოწოდებით ექიმი ხარ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მთავარი ერთია, ის შენი პაციენტია, მას შენი დახმარება სჭირდება და უნდა უშველო. აქ მთავრდება ყველაფერი! ამიტომ ვამბობ, რომ თუ პროფესია და ადამიანი არ გვიყვარს, არაფერი გამოვა.

- ექიმობა რატომ გადაწყვიტეთ?

- ძალიან პატარა ასაკში, ჯერ კიდევ სკოლის მოსაწვლე ვიყავი, ექიმობა რომ მომინდა. ექიმი დეიდა მყავს და ძალიან მომწონდა მისი თავდადებული შრომა - ამიტომ ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანი იყო. თან, რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ეს პროფესია "ჩემი" იყო და მის გარეშე არაფერი ვიქნებოდი... მაგრამ ლიცენზიამდე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტი ვარ, პირველკურსელი. ამიტომ, ყველას ვეუბნები, თუ ძალიან არ უნდათ, ამ პროფესიას ხელი არ უნდა მოჰკიდონ, რადგან ბევრი რამ შეიძლება უკეთესად გამოუვიდეთ.

- ჯერ კიდევ სტუდენტს დაგიწყიათ საქმიანობა... "სასწრაფო" თქვენი პირველი სამსახურია?

- ჩემს პროფესიულ წინსვლას ხელი შეუწყო იმან, რომ ძალიან კარგ კლინიკაში - "თბილისის გულის ცენტრში" მოვხვდი. კარდიოლოგიაში ჩემი პირველი მასწავლებლები იქაური მედპერსონალი აღმოჩნდნენ. მათთან ურთიერთობის გარეშე გამიჭირდებოდა. ამ კოლექტივმა მასწავლა ის, რომ უპირველესად ადამიანი უნდა იყო. ჩვენი უფროსი არჩილი ჭუხრუკიძე კადრებს გულისყურით არჩევდა და ყველას გვეუბნებოდა - იყავით ადამიანურები, პაციენტს გაუღიმეთ, რადგანაც მისი მკურნალობა ზუსტად აქედან იწყება... მნიშვნელოვანია, ექიმი პაციენტის მიმართ როგორ გულისხმიერებას იჩენს.

- ე.ი. იმ კლინიკის შემდეგ აღმოჩნდით "სასწრაფოში"...

- დიახ, გასაუბრებით მოვხვდი საგანგებო სიტუაციების სამსახურში და გავხდი "სასწრაფოს" თანამშრომელი... როგორც წინა სამსახურში, აქაც ძალიან გამიმართლა, - საოცარ კოლექტივში მოვხვდი. "სასწრაფოში" მუშაობა სულ სხვა სპეციფიკაა. აქ სამსახური იმიტომ მინდოდა, რომ ეს პრაქტიკული გამოცდილებაც, მიმაჩნია, რომ ყველა ექიმისთვის მნიშვნელოვანია. "სასწრაფოს სკოლა" არაერთ კვალიფიციურ და ცნობილ ექიმსაც აქვს გავლილი... აქ იმდენ წინააღმდეგობას ხვდები, ხომ გეუბნებით, ის მერე ცხოვრებაშიც გადგება და პრაქტიკაში ხომ საერთოდ.

- ახლა მთელი საზოგადოება თითქმის კოვიდინფექციაზეა ორიენტირებული და თითქოს ადამიანებს სხვა პრობლემები აღარ აქვთ. რეალურად კოვიდპაციენტების გარდა, რა სურათია შექმნილი?

- ურთიერთობა გვიწევს როგორც კოვიდდადასტურებულებთან, ისე არადადასტურებულებთან და მათი შეფასება გვიწევს, სტაციონარში გადაყვანა, მაგრამ ამის პარალელურად, ცხადია, არის სხვა უამრავი დაავადება, რომელიც ადამიანებს აწუხებთ, რომლებსაც ასევე სჭირდებათ გადაუდებელი დახმარება, გვერდში დგომა. ბევრი ისეთი დაავადებაა, თუ "სასწრაფო" დროულად არ გამოჩნდა, შესაძლოა, ცუდი შედეგი მოჰყვეს, მაგრამ რადგანაც უმეტესად კოვიდდადასტურებულთან მეტად გვიწევს ყოფნა, ამიტომ, ასეთ დროს ხდება ცოტა დაგვიანებებიც.

- "სასწრაფოს" დაგვიანებას ბევრი უჩივის...

- მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას გაგებით ხვდება და მართლაც შედის მდგომარეობაში - გვეუბნებიან, რომ გვესმის დღევანდელი მდგომარეობა და გასაგებია, მაგრამ ბევრს არ ესმის და უკმაყოფილოა... არადა, მთელი 24 საათი ჩართულები ვართ, საკმაოდ ბევრია სეზონური გრიპებიც და დღე-ღამეში 30 მისამართამდე გვიწევს გასვლა, ფილიალში შესვლასაც ვერ ვასწრებთ. დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე კორონავირუსიან პაციენტებთან გამოძახებაზე დავდივართ, ან შეიძლება, პაციენტს ტემპერატურა ჰქონდეს და გვიწევს მისი ტესტირებაზე გადაყვანა და შემდეგ უკან წამოყვანა. ღამის თორმეტიდან დილამდე კოვიდპაციენტები ნაკლებად გვყავს. გააგრძელეთ კითხვა