"მაინც რომ მაგრად მიყვარხარ, ჩემო "დაბრენდილო და დაბრედილო" საქართველოვ!" - თაკო ჩარკვიანი ანზორ მელიას მიმართავს - კვირის პალიტრა

"მაინც რომ მაგრად მიყვარხარ, ჩემო "დაბრენდილო და დაბრედილო" საქართველოვ!" - თაკო ჩარკვიანი ანზორ მელიას მიმართავს

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას "ბარბერის" ქურთუკი სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა. სამოსს, რომელიც მელიას  "მდუმარე აქციაზე" ეცვა, არაერთი პოსტი მიუძღვნეს. ქურთუკის გარშემო ატეხილ "აჟიოტაჟს" მოგვიანებით გამოეხმარა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი:

"ჩემო ანზორ მელია ძვირფასო! ნიკა მელიას ქურთუკმა გამახსენა ( 3 წელი რომ დეპუტატი იყო, იმ ნიკას ქურთუკმა) ჰოდა, ამ ქურთუკზე ატეხილმა "ამბავმა" გამახსენა და შიშით ჩემს ტანსაცმელს შევავლე თვალი კარადაში, "ბრენდული" ხომ არ შემომეპარა, ( არა, არ გვაქვს ოჯახს ბიუჯეტიდან ხელფასი და არც არასდროს გვქონია მაგრამ) რა იცი, რას არ გაიგებს კაცი ბოლო დროს.....უცებ ჩემს მეუღლეს ( შიშით)პიჯაკზე "ბრენდის ნიშანი" მოვუსინჯე, ახლა ირმასთანაც დავრეკავ ავსტრიაში, სიცივეა ვენაში და ქურთუკს თუ იყიდის ემანდ, რაიმე კარგი ხარისხის არ იყიდოს, არ დაგვღუპოს ოჯახი, რადგან ბრენდული საქართველოში მხოლოდ ბიუჯეტის ქურდებს, კორუფციონერებს და რუსი ფეოდალის ივანიშვილის მომხრეებს უნდა და შეიძლება, რომ ეცვათ, ჰოდა, რა ვიცი, არ ვართ მომხრეები, მოწინააღმდეგეები ვართ და ამიტომ გავაფრთხილებ შვილს! ანზორ მელიაც გაფრთხილდება, ამის შემდეგ ეცოდინება, რომ რადგან მთელი ცხოვრება ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს და ბიუჯეტშიც ფული იქით შეაქვს ,ოჯახში "ბრენდული" "კურტკა" თუ აღმოაჩნდა ვინმეს არამც და არამც არ ჩაიცვან, გადამალონ, აკი გითხარით მხოლოდ ბიძინას მომხრე კორუფციონერებს შეუძლიათ, ვისაც ბიუჯეტის ფული შესდით სახლში უშრომველად!!! ვაი, ჩვენს პატრონს , მაინც რომ მაგრად მიყვარხარ, ჩემო "დაბრენდილო და დაბრედილო" საქართველოვ!" - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

"შტაბი დამიწვეს, ქურთუკი გამხადეს.. " - რას წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში?

წყარო