"შიგ­ნით არის ვი­ღაც ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რობ­და, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო... ხელ­ში რა­ღაც ეკა­ვა" - რას ჰყვება თვითმხილველი წერეთელზე განვითარებულ მოვლენებზე - კვირის პალიტრა

"შიგ­ნით არის ვი­ღაც ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რობ­და, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო... ხელ­ში რა­ღაც ეკა­ვა" - რას ჰყვება თვითმხილველი წერეთელზე განვითარებულ მოვლენებზე

წერეთლის გამზირზე მყოფი თვითმხილველი ჰყვება, რომ სავარაუდოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისიში" შეჭრილი პირი დაინახა. მისი თქმით, ფანჯრიდან ჩანდა პიროვნება, რომელიც ტელეფონზე გაბრაზებული საუბრობდა.

"ერთი საათია უკვე აქ ვარ. შიგნით არის ვიღაც ტელეფონზე საუბრობდა, გაბრაზებული იყო... ხელში რაღაც ეკავა, გადიოდა-გამოდიოდა. ფანჯარასთან იდგა. ერთი პირი გამოუშვა. როგორც თქვეს, ეს პირი პოლიციამ გადაიყვანა დაკითხვაზე. ზუსტად რამდენი პირია შეჭრილი არ ვიცი. ზოგი ამბობს ერთიო.. ზოგი ამბობს რამდენიმეო" - ამბობს თვითმხილველი "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

არსებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მათ ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

დამატებით ინფორმაციას  და დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ.