"ხე­ლო­სა­ნი, მშრო­მე­ლი ბი­ჭია, ქარ­ხნებ­ში მუ­შა­ობ­და, ხან "პრა­რა­ბად" იყო მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე" - რას ყვება მეზობელი თავდამსხმელზე, რომელიც "ემ ბი სი"-ში შეიჭრა - კვირის პალიტრა

"ხე­ლო­სა­ნი, მშრო­მე­ლი ბი­ჭია, ქარ­ხნებ­ში მუ­შა­ობ­და, ხან "პრა­რა­ბად" იყო მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე" - რას ყვება მეზობელი თავდამსხმელზე, რომელიც "ემ ბი სი"-ში შეიჭრა

პირი, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი“- ს ერთ-ერთ ფილიალში შიარაღებული  დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

გათავისუფლებულია ყველა მძევალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მოთხოვნებს ასახელებდა:

“შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში. 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, - აცხადებდა თავდამსხმელი.

თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშე შეიჭრა. შესაბამისად, მისი იდენტიფიცირება ადვილად მოხდა. ის ლევან ზურაბიშვილია, რომლის მეზობელი ambebi.ge-ს უყვება:

“ლევანი 31 წლის ბიჭია, ჩვეულებრივი ტიპი. ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე ცხოვრობს, დედასთან ერთად. დედა ქართულის მასწავლებელი იყო, მამა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა. ლევანი ხელოსანი, მშრომელი ბიჭია, ქარხნებში მუშაობდა, ხან "პრარაბად" იყო მშენებლობებზე. აზარტულ თამაშებს თამაშობდა, დიდი თანხა წააგო და დედამისს ბინა გააყიდინა. ის ცოლს გაცილებულია, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ბინა რომ დაკარგეს, მერე იმავე კორპუსის ეზოში, საგარაჟე ადგილას სახლი აიშენა და დედასთან ერთად ცხოვრობდა. ცოტა ნერვიული და გიჟმაჟი ბიჭია, თორემ არც კრიმინალი და არც ცუდი ადამიანი. იხილეთ სრულად