"სუნთქვის უკმარისობით მოიყვანეს..." - რას ამბობენ ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ 23 წლის გოგონაზე - კვირის პალიტრა

"სუნთქვის უკმარისობით მოიყვანეს..." - რას ამბობენ ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილ 23 წლის გოგონაზე

ქუთაისში 23 წლის სალომე ყურაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი კლინიკაში გაკეთდა. რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, პაციენტს კორონავირუსთან ერთად სხვა თანმდევი დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ქონდა.

"ის კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით კომატოზურ მდგომარეობაში მოიყვანეს, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა და შეყვანიდან მალე გარდაიცვალა" - ამბობს გოგინავა.

გარდაცვლილის ოჯახი კორონავირუსის არსებობას არ ადასტურებს. როგორ ისინი აცხადებენ, გოგონა კომაში დიაბეტის გამო ჩავარდა და კორონასტატისტიკაში არასწორად შეჰყავთ.

Ambebi.ge