ლაგოდეხში ქვეითად მოსიარულეს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა - კვირის პალიტრა

ლაგოდეხში ქვეითად მოსიარულეს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

ლაგოდეხში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ აფენში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც "ფორდის" მარკის სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"