"ჩვენი თითოეული ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენსავე ღირებულებებთან", - ცესკოს პრესსპიკერი გადადგა - კვირის პალიტრა

"ჩვენი თითოეული ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენსავე ღირებულებებთან", - ცესკოს პრესსპიკერი გადადგა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ანა მიქელაძე თანამდებობას ტოვებს.

მიქელაძე გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ "ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება".

"ჩემს ყველა გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი.

ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა, ჩვენი თითოეული ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენსავე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში.

მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას, პარტნიორს, ჟურნალისტს, ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა", - წერს მიქელაძე.

"ინტერპრესნიუსი"