ევროპის წამლის სააგენტომ კორონავირუსის ვაქცინები, შესაძლოა, 29 დეკემბერს დაამტკიცოს - კვირის პალიტრა

ევროპის წამლის სააგენტომ კორონავირუსის ვაქცინები, შესაძლოა, 29 დეკემბერს დაამტკიცოს

ევროპის მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც Pfizer-მა და BioNTech-მა შეიმუშავეს, შესაძლოა, ოთხი კვირის განმავლობაში დაამტკიცოს. ამის შესახებ "ასოშიეითედ პრესი" ევროკავშირის მედიკამენტური საშუალებების სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტო გეგმავს სხდომის 29 დეკემბრისთვის მოწვევას იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა საკმარისი ვაქცინასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები, რათა მისი დამტკიცება მოხდეს.

სააგენტო ასევე აცხადებს, რომ უკვე 12 იანვარს შესაძლოა გადაწყდეს მიიღონ თუ არა სხვა მწარმოებლის ვაქცინაც, რომელიც ამერიკულ კომპანია "მოდერნას" ეკუთვნის.

ambebi.ge