"ორსულის მდგომარეობა იყო მძიმე... ვტირიო მიპასუხა, სასწრაფოდ გადმოიყვანონ, ველოდებიო...ეს ბიჭი არის ზეადამიანი" - რას ჰყვება მოქალაქე, ლევან რატიანზე? - კვირის პალიტრა

"ორსულის მდგომარეობა იყო მძიმე... ვტირიო მიპასუხა, სასწრაფოდ გადმოიყვანონ, ველოდებიო...ეს ბიჭი არის ზეადამიანი" - რას ჰყვება მოქალაქე, ლევან რატიანზე?

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი უკვე მერამდენე თვეა სხვა ქართველ მედიკოსებთან ერთად დაუღალავად იბრძვის კორონავირუსის წინააღმდეგ. თავდაუზოგავი ექიმის ძალისხმევას ვინ თუ არა ყველაზე მეტად ის პაცინტები ხედავენ და აფასებენ, რომლებმაც მისი დახმარებით დაამარცხეს ეს ვერაგი დაავადება.

საქვეყნოდაა ცნობილი, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი პაციენტების მიმართ განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. სწორედ მის გამორჩეულ დამოკიდეულებაზე ჰყვება ერთ-ერთი მადლიერი მოქალაქე სოციალურ ქსელში.

"ახლა არ ვიცი, რას ვგრძნობ… ეს ბიჭი არის ზეადამიანი… ვერც წარმოვიდგენდი, ჟამიანობასთან დაძაბულ ბრძოლაში ჩაბმული პერიფერიიდან, ცაგერიდან შესული ზარის საპასუხოდ მოიცლიდა. როცა ვუთხარი ქუთაისში მყოფი ორსულის მდგომარეობა იყო მძიმე და მასთან გადაყვანა იყო აუცილებელი, არც მეტი არც ნაკლები ვტირიო, მიპასუხა და სასწრაფოდ გადმოიყვანონ, ველოდებიო. გაიწელა გზაც, დროც…

ტელეფონით რამდენჯერმე ისევ გახდა აუცილებელი მასთან დაკავშირება და იმწამიერმა პასუხებმა, სიტყვებს ვერ ვძებნი, რა მაგრძნობინა…გაკვირვებული ვარ რამხელა სიკეთე დევს ამ ადამიანში.

ამ წამს ორსული გოგონა ლევან ექიმთან შეჰყავთ. ეს ბიჭი,ზეადამიანი სულით ხორცამდე ექიმია…გმირია, გმირი.

მეც ვტირი ახლა… ეს ღამე მე ლოცვა-ვედრებაში დამათენდება…

თქვენ კი, ლევან ექიმო ამ გოგოს და კიდევ ბევრის სიცოცხლისათვის იბრძოლებთ!.. და უფლის ნებით, სიცოცხლისათვის გამარჯვებით შემოგათენდებათ! ვიცი, მჯერა, რომ უშველით!.. მჯერა, რომ კიდევ ერთ სიცოცხლეს გადაარჩენთ! სხვანაირად არ იქნება!!!! თქვენ გმირი ხართ! სიცოცხლის გადარჩენა ხომ ყველაზე დიდი გმირობაა ქვეყანაზე!..მიყვარხართ, მეიმედებით,ზეადამიანო!"-წერდა ბელა საღინაძე გუშინ სოციალურ ქსელში. დღეს კი მისი უახლესი ინფორმაციით, ორსული ქალბატონის მდგომარება გაუმჯობესდა.

"კარგი ამბით ვარ,მეგობრებო,ფეხმძიმე ნინოს გულშემატკივრებო! უფლის წყალობით და ლევან ექიმის თავგანწირვის შედეგად ,ნინო და მისი მომავალი პატარა სიცოცხლე ორივე უკეთაა!..უკეთ ვართ!... ორივე გადარჩება!- ესაა ლევან ექიმის ამდილანდელი პასუხი...  არ მომწყინდება ხმაღლა ვთქვა, რომ გმირია ეს ბიჭი. მადლობა ყველას ,ვინც გულთან მიიტანეთ ამ გოგოს ამბავი. მადლობა უფალს! განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ლევან ექიმო! ადამიანობისთვის, სამყაროსხელა გულისთვის, სიყვარულისთვის,სიკეთისთვის,სიცოცხლისათვის თავდაუზოგავი ბრძოლისთვის! ვინ თქვა, სასწაულები არ ხდებაო... თქვენ ხართ, ექიმო, თავად სასწაული, უფლის მოვლენილი.  მიყვარხართ, მეიმედებით, ცამდე!"

წყარო