საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსით 2 ექიმი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსით 2 ექიმი გარდაიცვალა

გასულ 24 საათში კორონავირუსით ახალციხელი 2 ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ევექსის" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით,ორივე პაციენტს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და ორივე 70 წლის იყო.

"სამწუხაროდ, აღნიშნულ პაციენტებს ჰქონდათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები. რის ფონზეც ვირუსი უფრო რთულად განვითარდა", - აცხადებენ კლინიკაში.

"ინტერპრესნიუსი"