" იქნება საუბარი, როგორ და რანაირად წავიდეთ" - "ლელოს" ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან - კვირის პალიტრა

" იქნება საუბარი, როგორ და რანაირად წავიდეთ" - "ლელოს" ოფისში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან

პარტია "ლელოს" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები მორიგი შეხვედრისთვის იკრიბებიან. სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია კიდევ ერთხელ იმსჯელებს სამომავლო გეგმებზე და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე.

როგორც პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ოპოზიცია იმსჯელებს, თუ რა გეგმით წარდგებიან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე.

„მესამე რუანდის სამზადისზე იქნება საუბარი, როგორ და რანაირად წავიდეთ. სხვადასხა პარტიის ხალხი ვართ. წარმოიდგინეთ, ისეთი ხალხი, რომლებსაც ერთმანეთი არ გვიყვარს დიდად და ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ვეთანხმებით. რა თქმა უნდა, კონკრეტულ საკითხზეც სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, თუმცა ვნახოთ, აქამდე საერთო პოზიციაზე შეჯერებას ვახერხებდით, მაგრამ დღეს მოხერხდება თუ არა, ამას მერე გეტყვით“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"