"ოპოზიცია არ დათმობს იმ განცხადებას, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააჟღერა" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია არ დათმობს იმ განცხადებას, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააჟღერა"

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე იმსჯელებენ.

როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ბოლოდროინდელ განცხადებებს არ დათმობს.

"არ მინდა რაღაც კონკრეტიკაზე ვისაუბრო. ძალიან ბევრ თემაზე იქნება საუბარი, მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ოპოზიცია არ დათმობს იმ განცხადებას, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააჟღერა. დღევანდელი სალაპარაკო თემა იქნება უახლოესი შეხვედრა, ე.წ. მესამე რაუნდი", - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პარტია "ლელოს" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"