"პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები" - კვირის პალიტრა

"პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები"

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და პატრიარქთან შეხვედრები შეზღუდულია.

დეკანოზი სოციალურ ქსელში კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტავს და წერს, რომ ის საპატრიარქოშია.

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ. მოგახსენებთ, რომ, პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები", - აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.