"შეიძლება, ისეთ სერიოზულ და გონივრულ კომპრომისზე წავიდეს "ქართული ოცნება", რომ ჩვენც ვთქვათ: აგაშენებთ ღმერთი" - კვირის პალიტრა

"შეიძლება, ისეთ სერიოზულ და გონივრულ კომპრომისზე წავიდეს "ქართული ოცნება", რომ ჩვენც ვთქვათ: აგაშენებთ ღმერთი"

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შემდგომი შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებების დეტალების თაობაზე საჯაროდ გახდება ცნობილი.

როგორც ელისაშვილმა "ლელოში" ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები სავარაუდოდ, ხვალ შედგება.

"ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ, უკვე საჯაროდ, დეტალებზე, რითაც ამდენი ხანი ჟურნალისტებიც დაიტანჯნენ, ჩვენც დავიტანჯეთ, ხალხიც დაიტანჯა, დაწვრილებით ვისაუბრებთ. ხვალ არის მოლაპარაკება და ვნახოთ, შეიძლება, ისეთ სერიოზულ და გონივრულ კომპრომისზე წავიდეს "ქართული ოცნება" , ჩვენც ვთქვათ, რომ აგაშენებთ ღმერთი - თქო, ვნახოთ, მოვლენებს არ გავუსწროთ", - აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, "ლელოს" ოფისში ოპოზიციამ მორიგი შეხვედრა გამართა. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, შესაძლოა ხვალ შედგეს.