"თუ ტესტი დადებითია და პაციენტი უსიმპტომოა, ეს არ ნიშნავს, რომ ის დაავადებულია Covid-19-ით" - რას განმარტავს ლევან რატიანი - კვირის პალიტრა

"თუ ტესტი დადებითია და პაციენტი უსიმპტომოა, ეს არ ნიშნავს, რომ ის დაავადებულია Covid-19-ით" - რას განმარტავს ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი განმარტავს თუ რა განსხვავებაა კორონავირუსით ინფიცირებასა და კორონავირუსით დაავადებას შორის. აღნიშნულის შესახებ რატიანმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"კორონავირუსით ინფიცირება და PCR ტესტით მისი ცხვირ-ხახით, თუ პირ -ხახით იდენტიფიცირების შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის დაავადებული Covid-19-.ით. ანუ თუ ადამიანს აქვს მცირე სიმპტომი და PCR ტესტმა აჩვენა, რომ ის არის დადებითი, მაგრამ არ აქვს გამოვლენილი სიმპტომატიკა, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი არის Covid-19-ით დაავადებული.

Covid-19-ით დაავადება ნიშნავს - ინფექციას პლუს კლინიკური გამოვლინება. ეს განსხვავება, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობისთვის არ იყო მკაფიოდ მიწოდებული. ანუ ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას", - განაცხადა ლევან რატიანმა.

იხილეთ ვიდეო