დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

"სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს", - წერს დეკანოზი.

ცნობისთვის, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა.