მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა

სხალთის მთავარეპისკოპოსს მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

"მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში",-წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.