რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე - კვირის პალიტრა

რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე "ფეიკნიუსს" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს რუსული პასპორტები აქვთ. როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მსგავსი "ფეიკნიუსების" გავრცელება მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე დამატებითი ნეგატივის წარმოქმნას.

"ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი "ფეიკნიუსი" გავიდა ჩვენი ტელეკომპანიების საშუალებით, რომ ჩემთვის ესეც არის შექმნილი სიუჟეტი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე დამატებითი ნეგატივის წარმოქმნას იმისთვის, რომ მოსახლეობას დაეკარგოს მისდამი ნდობა, გამოიწვიოს მოსახლეობის აგრესია. ეს პირდაპირპროპორციულად მიმართულია ჩვენი ქვეყნის რეგრესზე და უკანსვლაზე. იცით, რომ ჩვენ ვართ მომხრე საქართველოს ევროპული განვითარების, დემოკრატიული განვითარების. რეალურად, ვგმობთ მსგავს "ფეიკნიუსებს" და არ ვიყენებთ ჩვენი ოპონენტების მიმართ ასეთ ხერხებს", - განაცხადა ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"