სოსო პავლიაშვილმა ჯვარი დაიწერა - "ტელეხიდი გვქონდა საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში" - კვირის პალიტრა

სოსო პავლიაშვილმა ჯვარი დაიწერა - "ტელეხიდი გვქონდა საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში"

სოსო პავლიაშვილი უკვე 20 წელია ირინა პატლახთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც მომღერალს ორი ქალიშვილი გაუჩინა. ისინი აქამდე ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულნი, თუმცა ახლახანს, ერთ-ერთ გადაცემაში მომღერალმა აღიარა, რომ მან საყვარელ ქალზე სულ ცოტა ხნის წინ დაიწერა ჯვარი.

"რამდენიმე დღის წინ ღვთის შეწევნით დავიწერეთ ჯვარი. სურვილი დიდი ხანია გვქონდა, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მიხვიდე სასურველი მიზნისკენ. მღვდელმა აიღო ყველაფერი თავის თავზე და ყველაზე მეტადაც ნერვიულობდა. ჩვენ ტელეხიდი გვქონდა საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში", - ამბობს სოსო. ცერემონიას ესწრებოდნენ სოსოს ქალიშვილები და უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან.

ცოლ-ქმარი ჯვრისწერის შემდეგ ქალაქგარეთ აგარაკზე წავიდა. "ეს სახლი ჩვენით გავაკეთეთ. ლამაზი გამოვიდა და ისე გამოიყურება, თითქოს უკვე 100 წელია იქ ვცხოვრობთ. ძველი თბილისის და რაღაც ხმელთაშუაზღვისპირულის ნაზავია"... იხილეთ სრულად