"დედამ მამას უთხრა, დეკოლტით უნდა სიარულიო...ჩემისთანა დეკოლტე მგონი არავის ეცვა" - რას ჰყვება გუგული მაღრაძე მშობლებზე? - კვირის პალიტრა

"დედამ მამას უთხრა, დეკოლტით უნდა სიარულიო...ჩემისთანა დეკოლტე მგონი არავის ეცვა" - რას ჰყვება გუგული მაღრაძე მშობლებზე?

გადაცემა "ფარულ კონვერტში" პოლიტიკოსმა გუგული მაღრაძემ მშობლებზე ისაუბრა.

ქალბატონი გუგულის მშოლები იყვნენ ინჟინერი ამბრეგ მაღრაძე და აგრონომი ოლია არველაძე.

"მე მყავს ორი წლით უმცროსი ძმა. ძალიან კარგი დაძმობა გვაქვს და სულ გვერდით მიდგას. ჩვენ ყველაფერი გვქონდა, რაც სჭირდებათ ადამიანებს გაზრდისთის, აღზრდისთვის. რამდენიმე წელი ზესტაფონში ვცხოვრობდით, მამა იქ მუშაობდა, მთავარი ინჟინერი იყო ზესტაფონმშენის. ისეთი იყო შეეძლო კონცერტის გამო წამოვეყვანე პარასკევ საღამოს, შაბათს დავსწრებოდი კონცერტს და კვირას წავეყვანე უკან.

დედა სამსახურზე უარი თქვა და გადაწყვიტა მთელი მისი ენერგია ოჯახისთვის დაეთმო.  ძალიან ნიჭიერი ქალი იყო და იტყოდა ხოლმე, თქვენი გულისთვის როგორ დავანებე თავი სამსახურსო. ჩვენ ყველაფერი გამზადებული და მზამზარეული გვქონდა. დედა ცდილობდა, რომ მკაცრი ყოფილიყო, მამა საერთოდ არ იყო მკაცრი, აბსოლუტურად ყველაფერს მისრულებდა. მახსოვს ერთი ასეთი სიტუაცია გვქონდა, სოხუმში მივდიოდით დასასვენებლად და დედა არ იყო მკერავი, მაგრამ შეეძლო ერთ ღამეში შეეკარა ულამაზესი კაბა. ჩვენთან როცა ბიძაშვილ-მამიდაშვილი გოგოები მოდიოდნენ, დილას ყველას ახალ კაბებს ახვედრედა. მაშინ დეკოლტეები იყო მოდაში და ვთხოვდი ამოეჭრა, დეკოლტეებით სიარული დიდ გამბედაობას მოითხოვდა. არის ამის გარჩევა, მამაჩემი მეორე ოთახშია და შემოვიდა, რაშიაო საქმე და დედამ უთხრა, დეკოლტით უნდა სიარულიო, მერვე-მეცხრა კლასში ვიქნებოდი, მაგისთვის აწვალებ ბავშვსო? მომეცი შვილო, რამდენი დეკოლტე გინდაო და ამომიჭრა... სოხუმში დავდიოდი ისეთი ამაყი, ჩემისთანა დეკოლტე მგონი არავის ეცვა.  საერთოდ ისეთი კაცი იყო მამაჩემი, არ მახსოვს რაიმე შეზღუდვა დაეწესებინოს.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ეზოში თამაშიც მიყვარდა, ლიდერობაც, ძალიან ცოტა დრო მჭირდებოდა სწავლისთვის. წიგნის ჯვარედინად წაკითხვის უნარი არსებობს და ეს ძალიან მშველის, შემიძლია სწრაფად წავიკითხო. ჩემი შვილიშვილები გიჟდებიან, როცა ბიბლიოთეკას შეხედავენ და მეკითხებიან, ეს ყველაფერი წაკითხული მაქვს თუ არა. არ ვიცი, ეს უნარი როგორ აღმომაჩნდა, ისე კი კითხვა ხუთი წლის ასაკში დავიწყე", - მოყვა გუგული მაღრაძემ.

"ლექსი არ დამიწერია, თუმცა ყოველთვის შემიძლია ბიძინა ივანიშვილს მივმართო და მომისმინოს"

ასევე დაგაინტერესებთ: "ვისურვებდი, აიკრძალოს ბილწსიტყვაობა" - გუგული მაღრაძის პოლიტიკური "ბლიც-რეგულაცია