Wolt - პასუხისმგებლობით
Covid-19-ის პანდემიამ სამყარო დრამატულად შეცვალა. ცვლილებები ბიზნესსაც შეეხო, მათ შორის საკვების მიტანის სერვისს, რომელიც მთელ მსოფლიოში პირველადი საჭიროების მომსახურებად იქცა. Wolt-ის გუნდს კი, ამ გამოწვევამ, უპირველსად, უდიდესი პასუხიმგებლობა დააკისრა.
"ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია - ერთის მხრივ ჩვენ ვჭირდებით მომხმარებლებს, მეორეს მხრივ მერჩანტებს, რომელთაც შეეზღუდათ მუშაობის უფლება, მესამე მხრივ კი პარტნიორ კურიერებს, რომელთაც აქვთ უწყვეტი შემოსავალი, მაშინ როდესაც მრავალი ინდუსტრია გაჩერებულია" - ამბობს თავის წერილში Wolt-ის დამფუძნებელი და CEO მიკი კუუსი.
Wolt-ის საქართველოს ოფისი პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. Wolt-ისთვის უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოში მიტანის სერვისზე ხელმისაწვდომობის ზრდა და მომხმარებლისთვის რაც შეიძლება ფართო არჩევანის შეთავაზება გახდა.
Wolt-ის კორპორაციული პასუხისმგებლობა კომპანიის მიერ განხორციელებულ არაერთ აქტივობასა თუ გადაწყვეტილებაში აისახა, მათ შორის:
• საქართველოში პანდემიის მეორე ტალღის დაწყებისა და შეზღუდვების დაწესებისთანავე, Wolt-მა მიტანის სერვისის საფასური შეამცირა, რომლის ქვედა ზღვარი 2,5 ლარიდან 1,5 ლარამდე დასწია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება არ ასახულა პარტნიორი კურიერების ანაზღაურებაზე. ასევე პარტნიორ რესტორნებს შეუნარჩუნდათ პანდემიამდელი პირობები. მიტანის სერვისის საფასურის შემცირებას კომპანია სრულად თავად ასუბსიდირებს;
• 2020 წლის დეკემბერში Wolt-მა Mastercard-თან ერთად მომხმარებელს უპრეცედენტო აქცია მეორედ შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც Mastercard-ის ბარათით გადახდისას მომხმარებელი უფასო მიტანის სერვისით მთელი თვის მანძილზე, 2020 წლის ბოლომდე ისარგებლებს;
• Wolt-მა ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე საგანგებო რეჟიმში დაიწყო სუპერმარკეტებისა და სხვა სავაჭრო ობიექტების დამატება, რათა Wolt-ის მომხმარებელს რაც შეიძლება მეტ ობიექტსა და უსაფრთხოდ, სახლიდან გაუსვლელად რაც შეიძლება მეტი პროდუქტის შეძენაზე ჰქონოდა წვდომა. დღეს Wolt-ზე უკვე 200-მდე სუპერმარკეტი და სხვა მაღაზიაა წარმოდგენილი, მათ შორისაა ისეთი ქსელები, როგორიცაა კარფური, გუდვილი, სუფთა სახლი, მინისო, ზოომარტი, სუპერი, XS Toys, პეპელა და მრავალი სხვა.
• გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა Wolt-ის პარტნიორ კურიერთა რიცხვი;
• პარტნიორი რესტორნებისთვის გატანის (takeaway) სერვისზე Wolt-მა საკომისიო 0% გახადა, რაც ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს აღარ მოუწევთ Wolt-ის მომსახურების საფასურის გადახდა, როცა მომხმარებელი გატანის სერვისით ისარგებლებს;
• და ბოლოს, Wolt საახალწლოდ რამდენიმე მასშტაბურ კამპანიას გეგმავს და მომხმარებელს საინტერესო აქციებსა და სიურპრიზებს შესთავაზებს.
Wolt საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს და ამ რთულ პერიოდში კვლავ ეცდება იქონიოს დადებითი გავლენა და შექმნას მნიშვნელოვანი ფასეულობა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე პარტნიორი რესტორნებისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის და პარტნიორი კურიერებისათვის.
Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.
Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 650-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.
(R)