"გარდაიცვალა "საუკუნის ხმად" წოდებული თემურ ქევხიშვილი!" - კვირის პალიტრა

"გარდაიცვალა "საუკუნის ხმად" წოდებული თემურ ქევხიშვილი!"

80 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ლოტბარი თემურ ქევხიშვილი.

"გარდაიცვალა "საუკუნის ხმად" წოდებული თემურ ქევხიშვილი! ჩემი მასწავლებელი, უფროსი მეგობარი და განუმეორებელი მომღერალი - მსგავსი შესაძლებლობების მომღერალი ჩვენ ქვეყანას ძალიან ცოტა თუ ყოლია..."- წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ანსამ "შავნაბადას" ხელმძღვანელი დავით ცინცაძე.

ინფორმაციისთვის, თემურ ქევხიშვილი იყო ანსამბლ "გორდელას" ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი. იყო ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი; 1981–1990წწ. საქართველოს ტელერადიო გადაცემების “ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები” ავტორი და წამყვანი.

2013 წლის 11 ივნისს ფონდმა "ქართული გალობა" თემურ ქევხიშვილი "საუკუნის ხმად" აღიარა. ლოტბარი თემურ ქევხიშვილი იყო საქართველოს სახალხო არტისტი. მას მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია.