"ხალხს კი მუდმივად მოლოდინი აქვს, სასწაულის და ციურ მანანის" - ზურა გურულმა ქვეყნის მმართველებს ლექსი მიუძღვნა - კვირის პალიტრა

"ხალხს კი მუდმივად მოლოდინი აქვს, სასწაულის და ციურ მანანის" - ზურა გურულმა ქვეყნის მმართველებს ლექსი მიუძღვნა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს და საკუთარ მოსაზრებას რიგ საკითხებთან დაკავშირებით სოცილურ ქსელში უზიარებს საზოგადოებას.  ამჯერად ექიმმა, არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის მმართველებს ლექსი მიუძღვნა:

"როცა მმართველთა უსირცხვილობას, გადაშლილი აქვს საზღვარ-სამანი;

ხალხს კი მუდმივად მოლოდინი აქვს,

სასწაულის და ციურ მანანის;

რესპუბლიკა გაქვს მაშინ ...

ბანანის!"- წერს ზურა გურული.

წყარო