"ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვილაპარაკო დეტალებზე ,ერთი სული მაქვს ხალხს მოვუყვე" - კვირის პალიტრა

"ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვილაპარაკო დეტალებზე ,ერთი სული მაქვს ხალხს მოვუყვე"

ვისაც ბედნიერი ყიჟინა აქვს დაცემული, არ შევთანხმებულვართ. ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაცებზე - ვერ , - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები დეტალებზე ისევ ვერ ისაუბრებენ.

"ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვილაპარაკო დეტალებზე, რომ ხალხმა გაიგოს რაზე ვლაპარაკობ. ერთი სული მაქვს ხალხს მოვუყვე, რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ თანახმა და რაზე არა. "ქართული ოცნება" რას ითხოვს და იხვეწება, არ მაინტერესებს. ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, არ მოყვეთ დეტალებიო. რა თქმა უნდა, რომ ძალიან მალე უნდა შევხვდეთ და გაგრძელდეს ეს ყველაფერი. უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს დეტალებზე ვილაპარაკო და ყველას გავცე პასუხი, აქ რაზე ვლაპარაკობთ და რისთვის ვართ მზად. არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მაბრალებს ამას, რომ შევედი პარლამენტში, უბრალოდ არის ტუტუცი და სათითაოდ გავცემ პასუხს ყველას. სადღაც წინ წავიწიეთ, სადღაც ისევ გაჩერებულები ვართ", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"