"მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით. დამატებით რაუნდთან დაკავშირებით ხვალ უნდა შევთანხმდეთ" - კვირის პალიტრა

"მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით. დამატებით რაუნდთან დაკავშირებით ხვალ უნდა შევთანხმდეთ"

4 ძირითადი საკითხია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი - პირველ ორ საკითხში დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით, - ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხებს მანამდე აქვს პერსპექტივა, სანამ დიალოგი გრძელდება და მომდევნო შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებენ.

"ჩვენ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ, ვიდრე თამარ ჟვანია გადადგება თუ არ გადადგება. ვსაუბრობთ ყველა საკითხზე განუწყვეტლივ, ამ საკითხებს პერსპექტივა აქვს მანამ, სანამ დიალოგი გრძელდება. დამატებით რაუნდთან დაკავშირებით ხვალ უნდა შევთანხმდეთ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"