"არც ჩა­საფ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან ვწერ და არც იმ ექიმ­სა­გან არ ვი­თხოვ არა­ფერს" - რას წერს ლევან სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"არც ჩა­საფ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან ვწერ და არც იმ ექიმ­სა­გან არ ვი­თხოვ არა­ფერს" - რას წერს ლევან სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში?

მსახიობი, ტელეწამყვანი, შოუმენი - ლევან სუხიტაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, წერს, რომ დედას დაუდგინდა კოვიდ 19, თუმცა ექიმთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ:

"დედაჩემს, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდ 19, აქვს გადატანილი ხერხემლის ინსულტი, უშაქრო დიაბეტი და თირკმელებია მძიმე პრობლემა. 5 დღის წინ მოგვამაგრეს ოჯახის ექიმი, რომელმაც პირველ დღეს დარეკა და მას მერე ვეძებთ, არ ვაბუქებ, მართლა ვეძებთ, იმიტომ, რომ რამდენჯერაც მოვითხოვთ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, რომ თუ ვერ პოულობენ, ჩაანაცვლონ მაინც, იმდენჯერ ჩაიწერეს მონაცემები და იმდენივეჯერ მითხრეს, რომ ჯანდაცვის მონიტორინგს გადაეცემა და იპოვიან და დაგვიკავშირდებიან.. ( ამწამსაც) ამასობაში გავიდა 5 დღე!!! მარა ექიმი კიდევ არ ჩანს, რომლის მიმართვის გარეშეც ერთ ანალიზსაც არ გაგიკეთებენ... გუშინწინ ჩვენი სახსრებით ავიღეთ ყველა ანალიზი, კატეს გარდა... გარდა ამისა, ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ექიმის მეთვალყურეობა, მინიმუმ რჩევა-დარიგება...

არც ჩასაფრებული პოზიციიდან ვწერ და არც იმ ექიმსაგან არ ვითხოვ არაფერს, გარდა ყურადღებისა და დაკვალიანებისა.. ან იქნებ შეგვიცვალონ დროზე და სასწრაფოდ ყოველგვარი მონიტორინგებისა და ვირიშვილობების გარეშე, ან გვითხარით რომ თქვენს თავებს მიხედეთო და თქვენთან რეკვებში, გაურკვევლობებში და ლოდინში მაინც აღარ დავხარჯავთ დროს. არ შეიძლება ასე... მიხედეთ ხალხს ბლიაძ!!! ვიღაცა კომპეტენტურმა რაღაცა ადეკვატური პასუხი გაგვეცით!! მეხუთე დღეა უკვე მეხუთე...", - წერს ლევან სუხიტაშვილი.