"უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს" - კვირის პალიტრა

"უგულავას ურჩევნია, თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს"

უგულავას ურჩევნია, რომ თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს,- ასე პასუხობს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას.

კითხვაზე, იქნება თუ არა "ქართული ოცნება" მარტო პარლამენტში, კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტში პარტიები შევლენ.

"პრინციპში, უგულავას ურჩევნია, რომ თავისი გაპარსული თბილისის ბიუჯეტი დააბრუნოს და დაუბრუნოს თბილისის მოსახლეობას. ჩვენ იმედი გამოვთქვით, რომ პარტიები შეუერთდებიან მემორანდუმს და შევლენ პარლამენტში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, მანამდე გიგი უგულავამ კობახიძეს საჯაროდ სანაძლეოს დადება შესთავაზა შემდეგი პირობით - თუ კობახიძის სიტყვები, არ გამართლდება, რომლის თანახმადაც, მე-10 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნება" მარტო არ იქნება, მაშინ კობახიძემ თმა გადაიპარსოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ეს ასე იქნება, თმას თავად გადაიპარსავს.