"გიგა ბოკერია დღითიდღე ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად" - კვირის პალიტრა

"გიგა ბოკერია დღითიდღე ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად"

გიგა ბოკერია დღითიდღე ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა გაანადგუროს ადამიანმა საკუთარი პარტია.

"გიგა ბოკერია ნამდვილად არ არის საინტერესო. გიგა ბოკერია არის ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა გააუბედუროს საკუთარი პარტია და ეს შეიძლება პოლიტტექნოლოგიების სასწავლო სახელმძღვანელოებში შევიტანოთ. დღითიდღე ბოკერია ყალიბდება თბილისელ კობა ხაბაზად", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლო გაუქმება "პუტინის რუსეთის მოდელია". როგორც ბოკერია აღნიშნავს, "ქართული ოცნება" ამ მეთოდით ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას ცდილობს.

"ინტერპრესნიუსი"