"უგულავამ გამოსავალი იპოვა, მელია ჩაენაცვლება" - კვირის პალიტრა

"უგულავამ გამოსავალი იპოვა, მელია ჩაენაცვლება"

გიგი უგულავამ გამოსავალი იპოვა, მელია ჩაენაცვლება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ კითხვას.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს ირაკლი კობახიძეს სანაძლეო შესთავაზა, შემდეგი პირობით - თუ კობახიძის სიტყვები არ გამართლდება, რომლის თანახმადაც, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ მარტო არ იქნება, მაშინ კობახიძემ თმა გადაიპარსოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ეს ასე იქნება, თმას თავად გადაიპარსავს.

"ინტერპრესნიუსი"