"მი­მო­წე­რა ჰქონ­დათ და ჩემი ძმა მას აე­რო­პორ­ტში უნდა დახ­ვედ­რო­და" - რატომ უნდა შეხვედროდა სანდრა რულოვსი ზელიმხან ხანგოშვილს? - კვირის პალიტრა

"მი­მო­წე­რა ჰქონ­დათ და ჩემი ძმა მას აე­რო­პორ­ტში უნდა დახ­ვედ­რო­და" - რატომ უნდა შეხვედროდა სანდრა რულოვსი ზელიმხან ხანგოშვილს?

"დოიჩე ველეს" რუსულენოვანი რედაქცია იუწყება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანელმა გამომძიებლებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი გამოკითხეს. მათივე ინფორმაციით, ბერლინის ცენტრში ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამ გერმანიასა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება გამოიწვია. მედიასაშუალება იუწყება, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის დაასახელეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. გამომძიებლებმა მას სთხოვეს კიდეც, რომ ბერლინში ჩასულიყო ჩვენების მისაცემად.

სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი აცხადებს, რომ რულოვსი მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას აპირებდა. თუმცა, ჟურნალისტი აცხადებს, რომ გერმანელმა გამომძიებლებმა ვერ შეძლეს რულოვსის დაყოლიება ბერლინში ჩასვლასა და ჩვენების მიცემაზე, ამიტომ ის ტელეფონით გამოკითხეს. სანდრა რულოვსის ზელიმხან ხანგოშვილთან სავარაუდო შეხვედრის მიზანზე ზელიმხან ხანგოშვილის ძმა გვესაუბრება, რომელსაც Ambebi.ge ევროპაში დაუკავშირდა.

ზურაბ ხანგოშვილი:

- იმ დღეს, როდესაც ზელიმხანი მოკლეს, სანდრა რულოვსი მართლაც ჩადიოდა და ჩავიდა კიდეც ბერლინში იმ მიზნით, რომ ჩეჩნურ დიასპორას შეხვედროდა. ამ შეხვედრის ორგანიზება ზელიმხანმა გააკეთა. სანდრას და ზელიმხანს მიმოწერა ჰქონდათ და ჩემი ძმა მას აეროპორტში უნდა დახვედროდა. ეს ინფორმაცია სასამართლოზე გამჟღავნდა - ტელეფონიდან ჩემი ძმისა და სანდრას მომოწერა და ზარები ამოიღეს, ნახეს, რომ ზელიმხანს წინა დღეებში ჰქონდა სანდრასთან კონტაქტი. ზელიმხანმა ორგანიზება გაუკეთა სანდრას შეხვედრას ჩეჩნურ დიასპორასთან. ამჟამად მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს, ახალი არაფერია, პროცესი გრძელდება...

არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვთ, მე ის ვიცოდი, რომ ამ შეხვედრაზე ზელიმხანი მოლაპარაკებული იყო ჩეჩნებთან, მას ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი, სანდრა რულოვსი ჩამოდის და უნდა დავხვდე, იჩქერიის ხალხს ხვდებაო.

- დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ სანდრას და ზელიმხანს? გაგრძელება