"წინასაახალწლოდ, ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი და რაც "შავ პარასკევს" მოხდა, მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი" - კვირის პალიტრა

"წინასაახალწლოდ, ხელაღებით რომ გაიხსნას ყველაფერი და რაც "შავ პარასკევს" მოხდა, მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი"

წინასაახალწლოდ, ხელაღებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, რომ გაიხსნას ყველაფერი და ის, რაც "შავ პარასკევს" მოხდა მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაახალწლოდ გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტლება სააკოორდინაციო საბჭომ ანალიზის საფუძველზე უნდა მიიღოს.

"ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, როგორი გვექნება მომავალი, გავაანალიზოთ, როგორი გვექნება კიდევ ერთი კვირა და იმის მიხედვით საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს ბალანსირებული გადაწყვეტილება. უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად. თუ გავხსნით და უნდა გაიხსნას წინასაახალწლოდ გარკვეული რაღაცები, შემსუბუქება უნდა იყოს, მაშინ ყველა პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული და აღსრულებული. ხელაღებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, რომ გაიხსნას ყველაფერი და ის, რაც "შავ პარასკევს" მოხდა მსგავსი განვითარდეს, ზუსტად წინასაახალწლოდ გვექნება დიდი პიკი. ამიტომ თუ რამეს ჩვენ ამ ორ კვირაში მივაღწევთ და რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები ოდნავ ჩანს, ის წყალში არ უნდა გადავყაროთ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად", - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დაწესებულ შეზღუდვებს უკვე აქვს ეფექტი იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა, მიუხედავად ტესტირების გაფართოებისა, დასტაბილურდა.

"მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიური ტესტირების მაჩვენებელი დავიჭიროთ მომავალი ორი თვის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ გამოვლენის მაჩვენებელი დავასტაბილურეთ დაახლოებით იმ დონეზე, როგორიც გვაქვს ანუ 4 დან 5 000 - მდე ფარგლებში, ზოგჯერ შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ მთავარია, რომ ხდება მათი სწრაფი გამოვლენა და სწრაფი იზოლირება. გამოვლენილთა შორის გახლავთ შემდგომ მსუბუქად მიმდინარე პაციენტები, რომელთა იზოლირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყოველკვირეულად უფრო ფართო შეჯამებას მოგახსენებთ ხოლმე, ამას მნიშვნელობა ექნება 24 -ის შემდგომ გამოცხადებულ გარკვეულ შემსუბუქებასთან მიმართებაში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო.

მოგეხსენებათ ექიმები უფრო რადიკალურები ვართ. მე ვფიქრობ, რომ უკვე ეს შემზღუდველი ღონისძიებები მოქმედებს, უკვე ეფექტს იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ჩანს შემთხვევების რაოდენობის სტაბილიზაციაში, მიუხედავად ტესტირების ზრდისა და ასევე ქვემოთ დაიძრა დადებითობის მაჩვენებელი. ამან უნდა მოგვცეს ოდნავი ოპტიმიზმი, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია. კარგია, რომ 10% -ით, 55-დან 65%-მდე გავზარდეთ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი შინ და გარეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს 95%. 95% თუ გვექნა გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ სერიოზულად შეიძლება დავასტაბილუროთ მდგომარეობა. თუ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ 75%-ზე ერთ კვირაში, მერე 80 და მერე 90%, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ სერიოზულად შევაკავებთ ინფექციის გავრცელებას. თუ ჩვენ 95% -ში ვატარებთ შინ და გარეთ მუდმივად პირბადეს, განახევრდება მომავალ ორ-სამ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა. მოვილაპარაკოთ და შევთანხმდეთ საზოგადოება და ჩვენ ექიმები, რომ ვატაროთ ყველგან ყველამ პირბადე, დავიცვათ ეს მარტივი რეკომენდაცია, გაძლევთ პირობას განახევრდება ორ სამ კვირაში ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში,"- განაცხადა გამყურელიძემ.

მისივე თქმით, პირბადე ხელს შეუწყობს იმას, რომ ინიფიცირებულთა რაოდენობა გახდეს ჩამოვიდეს 2000-მდე, თუმცა, იმისთვის, რომ სერიოზულად შემცირდეს, საჭიროა სხვა რეკომენდაციების დაცვაც.

"შემზღუდველი ღონისძიებები, პირბადე, დისტანცია, ხელების შირი დაბანა, პირველადი და ჰოსპიტალური ჯანდაცვა და ტესტირება, ეს გახლავთ სანამ ვაქცინა და პირდაპირი მოქმედების წამალი იქნება ჩვენი იარაღი. თუ ყველა ამ იარაღს გამოვიყენებთ წარმატებით სერიოზულად შევამცირებთ ინფიცირებულთა მაჩვენებელს,"- განაცხადა გამყრელიძემ.