"მექანიზმი, რომ ივანიშვილის დავალებით, კობახიძე შეამოწმებს ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, არის უბრალოდ სისულელე" - კვირის პალიტრა

"მექანიზმი, რომ ივანიშვილის დავალებით, კობახიძე შეამოწმებს ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, არის უბრალოდ სისულელე"

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, განცხადება, რომ "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას შესთავაზა გადათვლის გამართული მექანიზმი, არის სისულელე, რადგან ამ შემთხვევაში კობახიძე შეამოწმებს ივანიშვილის დავალებით, ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ერთადერთი გამართული მექანიზმი არის ახალი ნორმალური არჩევნების ჩატარება, ან პლებისციტი ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაციით, იმის თაობაზე, სურს თუ არა ქართველ ხალხს ახალი არჩევნები.

მისივე თქმით, თუ ელისაშვილს აქვს ივანიშვილთან მოლაპარაკების სურვილი, მან უნდა უთხრას საზოგადოებას, თუ რის გამო განიხილავს პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას.

"გამართული მექანიზმი, რომ კობახიძე შეამოწმებს ივანიშვილის დავალებით ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, არის უბრალოდ სისულელე და მეტი არაფერი.

ერთადერთი გადათვლის მექანიზმი არის ახალი ნორმალური არჩევნების ჩატარება, ან პლებისციტის ჩატარება, ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაციით, იმის თაობაზე, სურს თუ არა ქართველ ხალხს ახალი არჩევნები, სხვა გადათვლის მექანიზმი არ არსებობს.

როდესაც იყო ამის სამართლებრივი შესაძლებლობა, როცა იყო საჩივრები, მაშინ უტიფრად, კანონის დარღვევით, ივანიშვილის რეჟიმმა არ განიხილა არაფერი, ისეთ შემთხვევებშიც კი, სადაც გადაღებული იყო ჩაყრა, იქაც კი უტიფრად უთხრეს, რომ ფეხებზე გვკიდიაო.

რაც შეეხება ბატონ ელისაშვილს, თუ აქვს მოლაპარაკებების სურვილი ივანიშვილთან ან მის წარმომადგენლებთან, მოილაპარაკოს, უთხრას საზოგადოებას რა არის ეს, რის გამოც განიხილავს ლეგიტიმაციის მიცემას ამ პარლამენტისთვის, ეს არის საკითხავი და არა ის სისულელე, ბოდვა და ტყუილები, რასაც ვისმენთ ეს დღეებია", - განაცხადა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"