სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - არსებული ინფორმაციით, 2 დაჭრილიდან ერთ-ერთი გოგა ხაინდრავას ძმისშვილია - კვირის პალიტრა

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - არსებული ინფორმაციით, 2 დაჭრილიდან ერთ-ერთი გოგა ხაინდრავას ძმისშვილია

არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, გოგა ხაინდრავას ძმის, ივლიანე ხაინდრავას 37 წლის ვაჟი, გოგლიკო ხაინდრავა დაჭრეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, 33 წლის ილია რუხაძე.

ორივე მთგანი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. "ტვ პირველის" ცნობით, გოგლიკო ხაინდრავას ცივი იარაღით 15 ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, გოგა ხაინდრავას ძმის, ივლიანე ხაინდრავას 37 წლის ვაჟი, გოგლიკო ხაინდრავა დაჭრეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, 33 წლის ილია რუხაძე.

ორივე მთგანი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. "ტვ პირველის" ცნობით, გოგლიკო ხაინდრავას ცივი იარაღით 15 ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაპირისპირება კინოსტუდიის ძველ შენობაში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სამი ბრიგადა. როგორც ცნობილია, გოგლიკო ხაინდრავა აღნიშნულ შენობაში ფლობდა ერთ ოთახს, სადაც ხშირად იმყოფებოდა ხოლმე მეგობრებთან ერთად.

მომხდარზე დაკავებული არასრულწლოვანი, რომელიც სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Ambebi.ge