"დღის პოზიტივი" - ჩვილები, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს - რას წერს პედიატრი თემურ მიქელაძე?
ცნობილმა პედიატრმა თემურ მიქელაძემ უსაყვარლეს პატარებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
როგორც ექიმი წერს, ჩვილებმა კოვიდინფექცია დაამარცხეს:
"დღის პოზიტივი ...COVID 19-გან გამოჯანმრთელებული 3 თვის ანა და 5 თვის ლუკა, გეგმურ იმუნიზაციაზე.
#დაიცავითდისტანცია
#ატარენიღაბისწორად
#გაუფრთხილდითერთმანეთს
#BeSafe
ყველაფერი კარგად იქნება" .
ზემოთაღნიშნული პოსტის შემდეგ, ექიმმა მორიგი სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა საზოგადოებას:
კიდევ ორი COVID 19-გან გამოჯანმრთელებული 1 თვის ვაჩე და 7 თვის ნიკოლოზი და ა.შ. დღეს ჩემთან აშკარად გამოჯანმრთელებულების რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულებს", - წერს პედიატრი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.