მე-10 მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია
მე-10 მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იქნება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს მიხეილ სარჯველაძე უხელმძღვანელებს; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია იქნება; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ირაკლი ქადაგიშვილი უხელმძღვანელებს;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატებმა სოზარ სუბარი აირჩიეს; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დავით სონღულაშვილი ჩაიბარებს; აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იქნება;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მაია ბითაძე უხელმძღვანელებს; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატებმა ნიკოლოზ სამხარაძე აირჩიეს; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის იქნება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ბექა ოდიშარია აირჩიეს; ჯანდაცვის კომიტეტს დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს კი მიხეილ ყაველაშვილი უხელმძღვანელებს.